ბორის ზეთი გამოიყენება როგორც ლითონის დამუშავებისა და ჭრის პროცესში გამოყენებული გამაგრილებელი და საპოხი სითხე. ის ფართოდ გამოიყენება CNC მანქანებსა და სხვადასხვა სამრეწველო დანადგარებში, სადაც საჭიროა მაღალი ეფექტურობა და დანადგარის დაცვა.
ბორის ზეთი ამცირებს ხახუნს ხელსაწყოსა და ლითონს შორის, იცავს დანადგარს დაჟანგვისგან და მნიშვნელოვნად ზრდის მანქანის მუშაობის ვადას. მისი გამოყენებით მცირდება ტექნიკური ხარჯები და იზრდება დამუშავების ხარისხი.
ძირითადი ფუნქციები:
ხახუნის შემცირება და ლითონის შეზეთვა
ხელსაწყოს და დამუშავებული ლითონის გაგრილება
ჭრის პროცესში წარმოქმნილი ნახერხის მოცილება
ბორის ზეთი ქმნის სტაბილურ ემულსიას წყალთან შერევისას და მარტივად გამოიყენება სხვადასხვა ლითონის დამუშავებაში, მათ შორის: ალუმინი, სპილენძი, თუჯი და რბილი ფოლადი.
გამოყენება: რეკომენდებულია ნარევის მომზადება დაახლოებით 5% ბორის ზეთი და 95% წყალი, ნელა შერევის მეთოდით.