პერგოლა (ტენტის) სისტემა
პერგოლა არის თანამედროვე ავტომატური ჩარდახის სისტემა, რომელიც გამოიყენება გარე სივრცეების დასაფარად და იცავს ადგილს მზისგან, წვიმისა და სხვა ამინდის პირობებისგან. მისი დასაკეცი მექანიზმი საშუალებას გაძლევთ აკონტროლოთ სივრცის გახსნა და დახურვა საჭიროების მიხედვით.
პერგოლა სისტემები ძირითადად მზადდება ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისგან, რაც უზრუნველყოფს გამძლეობას და ხანგრძლივ გამოყენებას. სისტემა ფართოდ გამოიყენება ტერასებზე, ვერანდებზე, კაფეებსა და რესტორნებში, ზაფხულისა და ზამთრის ბაღებში და აუზების ტერიტორიებზე.
მახასიათებლები:
-
ავტომატური მართვა დისტანციური პულტით
-
ძლიერი და გამძლე ალუმინის კონსტრუქცია
-
ინტეგრირებული განათების შესაძლებლობა
-
ეფექტური წყლის დრენაჟის სისტემა
-
სხვადასხვა ზომისა და ფერის დიზაინის არჩევანი
-
მარტივი მოვლა და გაწმენდა
პერგოლა სისტემა შეიძლება ინტეგრირდეს გილიოტინის შუშის სისტემებთან, სლაიდინგ მინის სისტემებთან ან დასაკეც მინის კარებთან, რაც ქმნის სრულად ღია ან დახურულ და კომფორტულ სივრცეს
