ჩვენს შესახებ

ჩვენს შესახებ

შპს „ბარს მეკატრონიკი“ უკვე 28 წელია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და წარმოადგენს სამშენებლო სექტორის სანდო პარტნიორს. კომპანია დაფუძნდა თბილისში და დღეს თავისი საწარმოო საქმიანობას ახორციელებს სამგორში მდებარე საწარმოში, სადაც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იწარმოება სხვადასხვა ტიპის მეტალისა და სამშენებლო მასალები.

ჩვენი საწარმო მუშაობს საკუთარი ტექნიკური და საინჟინრო გუნდის მხარდაჭერით, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებლებს შევთავაზოთ როგორც სტანდარტული, ასევე ინდივიდუალური მოთხოვნებზე მორგებული პროდუქცია. წარმოებაში გამოყენებული ნედლეული ძირითადად შემოდის თურქეთიდან, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხსა და საიმედოობას.

კომპანია სპეციალიზებულია სამშენებლო კომპანიებისთვის საჭირო მეტალის პროდუქტების წარმოებასა და მიწოდებაში. ამასთან ერთად, მომხმარებლებს ვთავაზობთ დამატებით მომსახურებებს, მათ შორის:

  • ცხელი გალვანიზირების სერვისს

  • ელექტროსტატიკური ფხვნილის საღებავის მომსახურებას

28 წლიანი გამოცდილების განმავლობაში შპს „ბარსმა“ ითანამშრომლა არაერთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიასთან, მონაწილეობა მიიღო მრავალ სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ პროექტში და ჩამოაყალიბა სანდო და პროფესიონალური პარტნიორის რეპუტაცია.

ჩვენი მიზანია მუდმივად გავაუმჯობესოთ წარმოების შესაძლებლობები, შევინარჩუნოთ მაღალი ხარისხი და შევქმნათ გრძელვადიანი პარტნიორობა სამშენებლო სექტორში.