ოფისის ტიხრების სისტემები წარმოადგენს მინის კედლების კონსტრუქციას, რომელიც საშუალებას იძლევა დიდი სივრცე დაიყოს სხვადასხვა სამუშაო ზონებად. სისტემა ხშირად გამოიყენება ოფისებში, თუმცა შესაძლებელია მისი გამოყენება საცხოვრებელ სივრცეებშიც.
მინის ტიხრები ქმნის გამჭვირვალე და თანამედროვე გარემოს, სადაც თანამშრომლებს აქვთ ინდივიდუალური სამუშაო სივრცე, მაგრამ მაინც ინარჩუნებენ კავშირს საერთო სამუშაო გარემოსთან.
მახასიათებლები:
სივრცის ეფექტური დაყოფა
თანამედროვე და ელეგანტური დიზაინი
სრულად ან ნახევრად გამჭვირვალე მინის არჩევანი
მაღალი ხმის და თბოიზოლაცია
ინტეგრირებული კაბელების არხები
მიკრო ჟალუზების ან დეკორატიული ფირის დამატების შესაძლებლობა
ოფისის ტიხრების სისტემები გამოირჩევა სწრაფი მონტაჟით და მარტივი მოვლით.