შუშის ფასადის სისტემები წარმოადგენს თანამედროვე და ესთეტიკურ არქიტექტურულ გადაწყვეტას, რომელიც ფართოდ გამოიყენება ოფისებში, საცხოვრებელ შენობებში, სავაჭრო ცენტრებში, საავადმყოფოებსა და სხვა კომერციულ სივრცეებში.
შუშის ფასადი უზრუნველყოფს მაქსიმალურ ბუნებრივ განათებას, ამავდროულად იცავს სივრცეს მზის მავნე სხივებისგან. ყველაზე გავრცელებული ტიპებია სილიკონის შუშის ფასადი და გამჭვირვალე შუშის ფასადი.
მახასიათებლები:
თანამედროვე და ელეგანტური დიზაინი
მაღალი გამძლეობა და ხანგრძლივი ექსპლუატაცია
ენერგოეფექტური თბოიზოლაცია
ბუნებრივი განათების მაქსიმალური გამოყენება
უსაფრთხო მინა, რომელიც დაზიანების შემთხვევაში მცირე ნაწილებად იშლება
შუშის ფასადის სისტემებში გამოიყენება სპეციალური დამაკავშირებელი აქსესუარები, როგორიცაა:
Spider მინის დამჭერი
ბურთულიანი სახსარი
წერტილოვანი მინის დამჭერი
ჩვენი კომპანია უზრუნველყოფს გამძლე და მაღალი ხარისხის ფასადის დამაკავშირებელი ელემენტების წარმოებასა და მიწოდებას, რომლებიც ძირითადად მზადდება უჟანგავი ფოლადისგან.