შუშის სახურავის სისტემები არის თანამედროვე გადახურვის გადაწყვეტა, რომელიც უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას და კომფორტულ გარემოს. სისტემები შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მოძრავი, მომხმარებლის მოთხოვნისა და გამოყენების ადგილის მიხედვით.
ფიქსირებული შუშის სახურავები ხშირად გამოიყენება ტერასებსა და ზამთრის ბაღებში, ხოლო მოძრავი სისტემები პოპულარულია კაფეებსა და რესტორნებში, სადაც სივრცის გახსნა ან დახურვა შესაძლებელია ამინდისა და სეზონის მიხედვით.
მახასიათებლები:
მაღალი წყლისა და ქარის გამძლეობა
ინტეგრირებული წვიმის წყლის დრენაჟი
ძრავის სხვადასხვა ვარიანტი
LED ან სპოტ განათების შესაძლებლობა
შიდა და გარე ჩარდახების დამატება
ფართო ფერის არჩევანი (ელექტროსტატიკური საღებავი)